Zidane: მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “ბარსელონას” ლიდერის, ლიონელ მესის ტრავმას გამოეხმაურა. ფრანგი სპეციალისტი აცხადებს, რომ კატალონიური გუნდი არგენტინელის გარეშე შედარებით სუსტია.

“ბარსელონა” მესის გარეშე ისეთივე ძლიერი ვერაა, როგორც მასთან ერთად. კატალონიელებს კვლავ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მესისთან ერთად.” – განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოსთან” გუშინწინ გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის გამო, მესის 3 კვირა გაუცდება.