Ter Stegen: საყრდენ ნახევარმცველად? კატალონიური Sport საინტერესო სტატიას გვთავაზობს. გამოცემის ჟურნალისტის, ალბერ მასნოუს აზრით, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის საყრდენ ნახევარმცველად დაყენება უნდა სცადოს.

გასულ ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ, კარგი შემცვლელი სასტარტო შემადგენლობის ყველა წევს ჰყავს სერხიო ბუსკეტსის გარდა. ენრიკეს შეუძლია  ამ პოზიციაზე მასკერანო, ან ანდრე გომეში დააყენოს, რაც ასტურიელმა ბოლო თამაშებში გააკეთა კიდეც. თუმცა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ბუსკეტსი შეუცვლელია.Ter Stegen

კატალონიელი ჟურნალისტის აზრით, ურიგო არ იქნებოდა, თუ ლუჩო ამ პოზიციაზე ტერ შტეგენს მოსინჯავდა. გერმანელს ბუსკეტსის მსგავსი თვისებები აქვს: ის ისეთივე ცივსისხლიანია, ფეხით შესანიშნავად თამაშობს და მოედანზე თანაგუნდელების სწრაფად მოძებნა მასაც კარგად შეუძლია. ტერ შტეგენი ბურთს იმაზე უკეთ აკონტროლებს, ვიდრე მეტოქეების უმრავლესობა და თანაგუნდელების ნაწილი. ალბერ მასნოუს აზრით, ის საყრდენ ნახევარმცველად თამაშს მოახერხებს. ჟურნალისტი მას ხელთათმანებიან ჩავის უწოდებს.

ვნახოთ, რამდენად გარისკავს ლუის ენრიკე ასეთ ექსპერიმენტს.Ter Stegen