სათადარიგთა სკამზე დახარჯული 122 მილიონი. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა “ბარსელონასთვის” დასრულებულია. ლუის ენრიკემ ის გუნდი მიიღო, რომელიც მას სურდა. 2016 წლის ზაფხულში, კატალონიელებმა, ახალ ფეხბურთელებში, 122.750.000 დახარჯეს, რაც ძალიან დიდი თანხაა. ამას ემატება 28 მილიონი ბონუსების სახით. ამ თანხის გადახდა “ბარსას” მომავალში მოუწევს.

გასაკვირი კი ისაა, რომ 122 მილიონიდან ერთი მილიონიც კი არ დახარჯულა ფეხბურთელზე, რომელიც გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება. ექვსივე ფეხბურთელს, რომლებიც კატალონიელებმა შეიძინეს, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უფრო ხშირად მოუწევს, ვიდრე მოედანზე ყოფნა.სათადარიგთა სკამზე დახარჯული 122 მილიონი

აშკარაა, რომ ალკასერი მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიოდან კონკურენციას ვერავის გაუწევს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დენის სუარესი და ანდრე გომეში, ჯერჯერობით, ანდრეს ინიესტას, ან ივან რაკიტიჩის რეზერვისტები იქნებიან და არა მათი სრულფასოვანი შემცვლელები. ლუკა დინის ფუნქცია პერიოდულად ხორდი ალბას დასვენება იქნება. იასპერ სილესენი კი აცხადებს, რომ ის ტერ შტეგენისთვის კონკურენციის გაწევას აპირებს, მაგრამ თითქმის გამორიცხულია, გერმანელმა, 2-წლიანი ლოდინის შემდეგ, გუნდის პირველი მეკარის წოდება დათმოს. სასტარტოში მოხვედრის ყველაზე დიდი შანსი, ალბათ, სამუელ უმტიტის აქვს, რომელმაც ხავიერ მასკერანო ნელ-ნელა უნდა ჩაანაცვლოს. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ ახალგაზრდა ფრანგი მცველი ხერარდ პიკეს მუდმივი მეწყვილე, ჯერჯერობით, ვერ იქნება.სათადარიგთა სკამზე დახარჯული 122 მილიონი

გამოდის, რომ “ბარსელონამ” მინიმუმ 122 და მაქსიმუმ 150 მილიონი სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელებში დახარჯა. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ზაფხულში შეძენილი ფეხბურთელების უმრავლესობას კატალონიური გუნდის მომავალი უაკვშირდება. გამონაკლისებად შეგვიძლია იასპერ სილესენი და ლუკა დინი დავასახელოთ.

lendo.ge