დუგლასი

დუგლასი

დუგლასი

მცველი

დაბადების თარიღი:

6 აგვისტო, 1990

მოქალაქეობა:

ბრაზილია

სიმაღლე:

171სმ

წონა:

67კგ
დუგლასი

6

Matched Played

Career

  • მატჩები ბარსელონაში: 6 მატჩი
  • გატანილი გოლი: 0 0 გოლი
  • დისციპლინა: 1 ბარათი
  • ყოფილი კლუბი: სან პაულო
  • დებიუტი ბარსელონაში: 24 სექტემბერი, 2014

Overview

Douglas “ბარსელონამ” და “სან პაულუმ”, დუგლასის ტრანსფერზე შეთანხმებას 2014 წლის 26 აგვისტოს მიაღწიეს, ხოლო 3 დღის შემდეგ ფეხბურთელი კატალონიური გუნდის გულშემატკივრებს წარუდგინეს.

დუგლასმა ევროპას ბრაზილიაში 6 წლის თამაშის შემდეგ მიაშურა.

დუგლასმა ფეხბურთის თამაში მშობლიური ქალაქის გუნდში, “გოიასში” დაიწყო. პირველ გუნდში დებიუტი მას 18 წლის ასაკში, “გრემიოს” წინააღმდეგ ჰქონდა.

წარმატებით თამაშის წყალობით დუგლასმა ძლიერი ბრაზილიური კლუბების ყურადღება მიიპყრო და “გოიასის” პირველ გუნდში გატარებული 3 წლის შემდეგ ის “სან პაულუში” გადავიდა.

“სან პაულუში” 3 წლის გატარების შემდეგ დუგლასმა “ბარსელონას” მიაშურა. ის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი ფეხბურთელია. მან, ბრაზილიაში თამაშის დროს, 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. დუგლასი ტიპიური ბრაზილიელი განაპირა მცველია, რომელიც შეტევაში ხშირად ერთვება. ბრაზილიელი თამაშს ხშირად ამწვავებს. მას კარგი ჩაწოდება და დარტყმა აქვს.

“სან პაულუსთან” ერთად, დუგლასმა, 2009 წელს, სამხრეთ ამერიკის თასი და სამხრეთ ამერიკის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო.

დუგლასს, “ბარსელონას” მაისურით დებიუტი 2014 წლის 25 სექტემბერს, ლა ლიგაში, “მალაგასთან” გამართულ მატჩში ჰქონდა.

შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა, 2014/15 წლების სეზონში, მოედანზე 273 წუთი დაჰყო.

მან პრიმერას ორ და ესპანეთის თასის ორ შეხვედრაში ითამაშა.

Douglas

Douglas