არდა თურანი

არდა თურანი

არდა თურანი

ნახევარმცველი

დაბადების თარიღი:

30 იანვარი, 1987

მოქალაქეობა:

თურქეთი

სიმაღლე:

178სმ

წონა:

76კგ
არდა თურანი

25

Matched Played

Career

  • მატჩები: 25 მატჩი
  • გოლები: 2 გოლი
  • დისციპლინა: 8 ყვითელი ბარათი
  • ყოფილი კლუბი: ატლეტიკო მადრიდი
  • დებიუტი ბარსელონაში: 6 იანვარი, 2016

Overview

Arda Turan დაიბადა 30 იანვარს, 1987 წელს— თურქი ფეხბურთელი, თამაშობს ესპანეთის ლა ლიგის კლუბ ბარსელონაში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე და არის თურქეთის ეროვნულ ნაკრების კაპიტანი. ის ცნობილია ბურთის კარგი კონტროლის, დრიბლინგის და კარგი ხედვის გამო.

21 წლის ასაკში, 2009-2010 წლების სეზონში ის გახდა თურქეთის სუპერლიგის კლუბ „გალათასარაის“ კაპიტანი. ის არის პირველი თურქი ფეხბურთელი.

ის გახდა ლა ლიგის ჩემპიონი 2013-2014 წლების სეზონში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ერთად. 2014 წელს პოპულარულმა გამოცემა „გარდიანმა“ არდა 38-ე ნორმად დაასახელა მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელში.

ამ სიაში არდა თურანი ერთადერთი იყო თურქეთში დაბადებულ ფეხბურთელთაგან.

2014 წლის 25 ნოემბერს თურანი შეიყვანეს „უეფას წლის გუნდის“ 40 კაციან სიაში. 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, არდა თურანს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 79 მატჩი და გატანილი აქვს 13 გოლი.

2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, იმავე წლის ივლისში ესპანურმა გამოცემა „დონ ბალონმა“ არდა თურანი დაასახელა მსოფლიოს 100 საუკეთესო ახალგაზდრა ფეხბურთელს შორის. მას ხშირად ასახელებენ თურქეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

არდა თურანი ბარსელონას შეუერთდა ზაფხულში, მაგრამ თამაშის ნებართვა მიიღო მხოლოდ 2016 წლიდან, ხოლო მისი დებიუტი გუნდში 6 იანვარს შედგა.

Arda Turan

Arda Turan