ანდრეს ინიესტა

ანდრეს ინიესტა

ანდრეს ინიესტა

ნახევარმცველი

დაბადების თარიღი:

15 მაისი, 1984

მოქალაქეობა:

ესპანეთი

სიმაღლე:

171სმ

წონა:

68კგ
ანდრეს ინიესტა

550

Matched Played

Career

  • მატჩები: 550 მატჩი
  • გოლები: 52 გოლი
  • დისციპლინა: 52 ყვითელი ბარათი
  • ყოფილი კლუბი: ბარსელონა ბ
  • დებიუტი ბარსელონაში: 3 სექტემბერი, 2003

Overview

Andres Iniesta “ბარსელონას” 1996 წელს, 12 წლის ასაკში შეუერთდა მას შემდეგ, რაც კატალონიური კლუბის სკაუტმა კი ერთ-ერთ ტურნირზე, “ალბასეტეს” ბავშვთა გუნდის შემადგენლობაში იხილა.

“ბარსაში” მოსვლის დღიდან “სიკვდილამ” პროგრესირება დაიწყო და 2000 წელს “ბარსა ბ”-ში ჩაირიცხა, რის შემდეგაც ფაქტობრივად ავტომატურად იქცა ხოსეპ მარია გონსალვოს გუნდის გამთამაშებლად.

2002 წლის 29 ოქტომბერს კი ინიესტამ ოცნება აიხდინა და პირველი გუნდის მაისურით გამოვიდა მოედანზე.Andres Iniesta

სადებიუტო შეხვედრა ანდრესმა ჩემპიონთა ლიგაზე, ბელგიაში “ბრიუგეს” წინააღმდეგ ჩაატარა.

ის შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო დებიუტანტმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

გუნდში თავისი დღევანდელი მყარი ადგილი ინიესტამ მუხლჩაუხრელი შრომით მოიპოვა, რომელმაც მისი უდიდესი ტალანტისგან შედეგი მოიტანა.

მართალია ანდრესი 2004-05 წლების სეზონში ვარსკვლავ თანაგუნდელთა ჩრდილი მოექცა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში მისი წვლილი მაინც დიდი იყო.

იმ სეზონში “სიკვდილამ” შიდა ასპარეზზე ჩავის მერე ყველაზე მეტი, 35 შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგაზე კი ინიესტა რვავე შეხვედრაში გამოვიდა მოედანზე და ორი გოლის გატანა მოახერხა.

მაგრამ მისი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად საბოლოოდ ჩამოყალიბება მაინც 2005-06 წლების სეზონში მოხდა.Andres Iniesta

ტრავმირებული ჩავის ნაცვლად მოედნის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელი გუნდისთვის შეუცვლელ ფიგურად იქცა.

გუნდმა კი იმ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

ტრიუმფალურ სეზონში “სიკვდილამ” ლა ლიგაში 33, ჩემპიონთა ლიგაში კი 11 შეხვედრა ჩაატარა.

ინიესტას განვითარება არც ამის შემდეგ შეუწყვეტია და 2006-07 წლების სეზონშიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ესპანეთის ჩემპიონატის 38 შეხვედრიდან მან 37-ში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლის გატანა მოახერხა, რაც დღემდე რჩება მის საუკეთესო მაჩვენებლად.

წლების სეზონი კი ინიესტას კარიერაში საუკეთესო იყო. მოედნის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელი ბურთთან მოპყრობის მანერით და განუმეორებელი რიბლინგებით მთელს მსოფლიოს აოცებდა.

მან ჩავისთან ერთად შექმნა “ბარსელონას” ძრავა, ხოლო “სტემფორდ ბრიჯზე”, “ჩელსის” კარში, სეზონი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

გარდა კლუბისა, ინიესტას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ეროვნულ ნაკრებში, რომლის რიგებშიც მან 2006 წლის მსოფლიოსა და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგება ოახერხა.

ამ უკანასკნელი ტურნირის მოგებასთან ერთად, ინიესტა გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ლუის არაგონესმა ყველა შეხვედრაში  ძირითად შემადგენლობაში ათამაშა.

შორსმჭვრეტელი, სწრაფი და ინტელიგენტი მოთამაშე. მას შეუძლია როგორც თავდასხმაში, ასევე ნახევარდაცვის ნებისმიერ ადგილას თამაში.

iniesta

Iniesta