Fabregas: “ბარსამ”იცის, როგორ მოუაროს მესის”. ესპანურ რადიო “Cadena COPE”-სთან ინტერვიუში, ლონდონის “ჩელსისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, მესის და “ბარსელონას” მხარე დაიჭირა იმ დაპირისპირებაში, რომელიც ლეო მესის მიერ “ატლეტიკოსთან” მიღებული ტრავმის შემდეგ, არგენტინელთა მთავარი მწვრთნელის, ედგარდო ბაუსას განცხადებამ გააჩაღა.

“მესის გუშინ ვესაუბრე და მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობს. ვფიქრობ, მშვიდადაა.”

აღსანიშნავია, რომ ლეო და სესკი ძალიან ახლო მეგობრები არიან, არა მხოლოდ იმიტომ, რომ “ბარსაში” სამი წლის განამვლობაში ერთად თამაშობდნენ, არამედ იმ მეგობრობის გამოც, რომელიც მათ მეორე ნახევრებს აკავშირებს.fabregas

ბაუსასთან დაკავშირებით კი, ფაბრემ განაცხადა: “ბარსა” ერთადერთი კლუბია, რომელმაც იცის, როგორ მოუაროს მესის”.

სესკი ლუის სუარესისა და ფელიპე ლუისის დაპირისპირებასაც შეეხო, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ ორი ფეხბურთელის ბურთისთვის ბრძოლის დროს, სუარესის მიერ ფეხზე მიყენებული ჭრილობის სურათი მცველმა სოციალურ ქსელში განათავსა.fabregas

“ფელიპე ლუისი ჩემი კარგი მეგობარია, მაგრამ ამას არასდროს გავაკეთებდი”.

დასასრულს, სესკმა ჭორებზეც ისაუბრა: “არ ვაპირებ “ჩელსის” დატოვებას და მადრიდის “რეალში” გადასვლას. მნიშვნელობა არ აქვს იყო თუ არა ზარები და შემოთავაზებები”