Barca მოგების პროცენტი ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტია,მესის გარეშე, ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და, რა თქმა უნდა, ითამაშებს „ბარსელონა“, მაგრამ ლიონელ მესის გარეშე, რომელსაც ტრავმა აქვს. ეს ნამდვილად დანაკლისია „ბარსელონასთვის“, თუმცა, ინტერნეტგამოცემა goal-ის ჟურნალისტებმა სტატისტიკას ჩახედეს და აღმოაჩინეს, რომ „ბარსელონა“, მესის გარეშე უფრო შედეგიანად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე.barca

არგენტინელ თავდამსხმელს ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული, თუმცა მის პირველ წლებში ჩემპიონთა ლიგაზე (ნაგულისხმებია, პირველი ტიტულები), საკმაოდ ბევრი მატჩი აქვს გამოტოვებული, ასევე გაუცდა 2013/14 წლების სეზონის გარკვეული ნაწილი.

თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, „ბარსელონას“ მოგების პროცენტული მაჩვენებელი უფრო დაბალია, როცა კატალონიურ გრანდს მესი ეხმარება, ვიდრე მაშინ, როდესაც მესი ვერ თამაშობს გარკვეული მიზეზების გამო.barca

მესისთან ერთად, კატალონიელებს 98 მატჩი აქვთ გამართული, აქედან 60 მოიგეს, 23 დაასრულა ფრედ და 15 წააგეს. „ბლაუგრანას“ მესის გარეშე 34-ჯერ უთამაშია, აქედან 22-ჯერ მოიგო, 4-ჯერ წააგო და 8-ჯერ ფრდ ითამაშა.barca

თუ ამ ყველაფერს პროცენტებში გადავიყვანთ, მაშინ „ბარსელონამ“, მესისთან ერთად, მატჩების 61.2% მოიგო, ხოლო მის გარეშე – 64,7%.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მესიმ გამოტოვა 2005/06 წლების სეზონის მატჩები, მაგალითად, ფინალი, ნახევარფინალები და მეოთხედფინალები, ტრავმის გამო.

გადავხედოთ, სხვა სტატისტიკასაც: 215 გოლი 98 თამაშში მესისთან ერთად, ხოლო მესის გარეშე კი 61 გოლის გატანა მოხერხდა 34 მატჩში. საშუალოდ, მესისთან ერთად, „ბარსა“ 2.2 გოლს იტანდა მეტოქის კარში, ხოლო მის გარეშე – 1.8.

ბურთის ფლობა კი ასვე მაღალია, თუ მესი თამაშობს – 68.8% შედარებული 66.3%-ს. პასების სიზუსტე ასევე მეტია, მესის თამაშის დროს (80.6% და 74.7%), ხოლო პასების სუზუსტე მეტოქის ნახევარზე – 86.3% – 81.4%-ზე.

ნათელია, რომ მესის თამაშთან ერთად, „ბარსელონას“ კარგი თამაშიც იმატებს შეტევაში, თუმცა, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, მოგების ალბათობა უფრო ნაკლებია, თუ მესი თამაშობს.