André Gomes: “მზად ვარ იქ ვითამაშო, სადაც მწვრთნელი დამავალებს”. “ბარსელონას” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ანდრე გომეშმა, ლა ლიგის მე-6 ტურში “ხიხონთან” 5:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“კლუბში ყველამ იცის, რომელ პოზიციაზე თამაში მიყვარს, მაგრამ მზად ვარ ნებისმიერ ადგილას ვითამაშო. არ ვარ წინააღმდეგი, ცენტრალურ, ან საყრდენ ნახევარმცველად ვითამაშო.

მიღებული სათამაშო დროით კმაყოფილი ვარ. ვიცოდი, რომ ჩემ პოზიციაზე დიდი კონკურენცია იქნებოდა და შევეცდები, მიღებული შანსი მაქსიმალურად გამოვიყენო.

ყველანი თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იგებს და ამასთანავე, ყველა ფეხბურთელს იყენებს.”