უმტიტი “ატლეტიკოსთან” მატჩს გამოტოვებს. კატალონიის “ბარსელონას” ფრანგი მცველი, სამუელ უმტიტი მადრიდის “ატლეტიკოსთან” ტრამვის გამო ვერ ითამაშებს.
გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტრამვა სამშაბათს, ვარჯიშის დროს მიიღო და ახლა მარცხენა ფეხის დაჭიმულობა აწუხებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს იუქმებს ფრანგი.
გასულ ტურში ენრიკემ სხვაგვარი ტაქტიკა აირჩია და 3 მცველით ითამაშა. დიდი ალბათობით, დღევანდელ შეხვედრაში “ბლაუგრანა” ტრადიციულ 4-3-3 სათამაშო სქემით ითამაშებს, დაცვის ცენტრში კი მასკერანო, პიკეს დუეტი იმოქმედებს.