რაფინია. კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რაფინია ალკანტარამ, რომელმაც გუშინდელ მატჩში დუბლი გაიფორმა, ლეო მესის თამაში შეაფასა.

“დეპორტივო” ამ სეზონში დაცვაში შესანიშნავად გამოიყურება, ეს ჩვენ ამ მატჩშიც ვნახეთ. პირველი გოლის გატანა გაგვიჭირდა, შემდეგ კი ყველაფერი კარგად წავიდა. განსხვავებულ პოზიციაზე თამაში მომეწონა. თამაშის მიმიდინარეობისას პოზიციების გამუდმებით ცვლილება მეტოქეს აბნევს.

ლიონელ მესიმ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მას აქამდე ბოლო რამდენიმე კვირა ტრავმა აწუხებდა, შეცვლაზე შემოვიდა და 3 წუთში ძალიან ლამაზი გოლიც გაიტანა.” – განაცხადა რაფინიამ.