რაული – მადრიდის “რეალის” ლეგენდა რაულ გონსალესი მისი საყვარელი გუნდის პრინციპული მეტოქის, “ბარსელონას” ლიდერის შედეგიან თამაშს გამოეხმაურა.

ლეო მესიმ გოლი 2017 წელს გამართულ ოთხივე თამაშში გაიტანა. გუშინ, ლა ლიგის მატჩში, მან “ლას პალმასის” კარი აიღო. არგენტინელს გოლის პრიმერას 35 გუნდის წინააღმდეგ აქვს გატანილი, რაც რაულის რეკორდის გამეორებაა.

მისი რეკორდის გამეორების შემდეგ, რაულმა მესის თავისი Twitter-ით მიმართა: “ლა ლიგის ყოველ ტურში შენი გოლების ხილვა სასიამოვნოა.” ესპანელმა ამ ტექსტს სურათიც დაურთო, რომელზეც ის და მესი ერთად არიან გამოსახულნი.

რაულის პოსტმა “რეალის” გულშემატკივრებში უარყოფითი გამოხმაურება უკვე გამოიწვია.