ოფიციალურად: მესის 3 კვირა გაუცდება. ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში “ატლეტიკოსთან” გამართული თამაში (1:1) “ბარსელონასთვის” ნამდვილად წარუმატებელი გამოდგა. კატალონიელებმა ქულების გარდა გუნდის ლიდერიც დაკარგეს.

მესიმ ტრავმა მე-2 ტაიმის დასაწყისში მიიღო. კატალონიური კლუბის ოფიციალური Twitter-ის ინფორმაციით, არგენტინელს საზარდული აქვს დაზიანებული და მას დაახლოებით 3 კვირა გაუცდება.

ეს კი ნიშნავს, რომ ლეო გუნდს “ხიხონთან”, “გლადბახთან” და “სელტასთან” სტუმრად გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება. მისი დაბრუნება სანაკრებო პაუზის შემდეგ, “დეპორტივოსთან” “კამპ ნოუზე” გასამართ მატჩში იგეგმება.