ლეო მესის, როგორც ფეხბურთელის განვითარება უდავოდ აღსანიშნავია ფაქტია, თუმცა ამ სტატიაში მინდა გესაუბროთ როგორ შეცვალა არგენტინელმა გენიოსა ფეხბურთის სტანდარტები და როგოგრ აიყვანა ის ახალ საფეხურზე.

ნაწილი I: „მესის ტაქტიკური მემკვიდრეობა“

ბევრი ამტკიცებს, რომ გუნდს სადაც ლეო მესი ასპარეზობს ტაქტიკის ქონა საერთოდ არ სჭირდება: უბრალოდ მიეცი მას თამაშის საშუალება და შენ მოიგებ იმაზე მეტ მატჩს ვიდრე წააგებ.

თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივია როგორც ერთი შეხევდით ჩანს. ფაქტია, ლეო მესის მოედანზე ყოფნა დიდ განსხვავებას იძლევა. ტაქტიკის ქონა ძალინ კარგია, თუმცა როდესაც მოედანზე გყავს ლეო მესი, ეს უკანასკნელი შენი გასაღები ხდება აღნიშნული ტაქტიკის რეალიზებისა – მისი კოპირება კი შეუძლებელია.

„ერთია როდესაც გყავს გუნდი, მეორეა როდესაც გუნდში გყავს ლეო მესი… როდესაც ადამიანები გუნდების თამაშს აანალიზებენ, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ამ ბიჭუნას შეუძლია ყველაფერი შეცვალოს“ – განაცხადა ჟოზე მოურინიომ „ინდიპენდენტთან“ საუბრისას.

მართალია, თუმცა თუ გადავხედავთ ლეო მესის კარიერას საკლუბო და სანაკრებო დონეზე და მათ ერთმანეთს შევადარებთ, დავწრმუნებით, რომ მესიზე მორგებული ტაქტიკის შემუშავება არც თუ ისე იოლია.

ამასთან, ლეო მესის უსაზღვრო ნიჭი შესაძლებლობას აძლევს მწვრთნელებს შეიმუშავონ ისეთი ტაქტიკური სქემა, რომელსაც სხვა შემთხვევაში არც კი მიიჩნევდნენ საჭიროდ. აქედან გამომდინარე კი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ რომ მიმდინარე ტაქტიკური ევოლუციის კურსი ლეო მესის ფორმურებულია.

 

ნაწილი II: ფართო თვალსაწიერი

„ლა მასიაში“, „ბარსელონას“ ახალგაზრდულ აკადემიაში, აღსაზრდელებს თავიდანვე უნერგავენ იმ ფილოსოფიას, რომელსაც წლებია კლუბი მისდევს.

ეს არის 4-3-3 ტაქტიკა, რომელიც პრესინგსა და ბურთის ფლობას ეფუძვნება. მესის პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ის 4-3-3 ტაქტიკის მოთამაშესთვის შესაფერის არც ერთ როლს ერგებოდა. ის საკუთარ თავს, მარადონას მსგავსად, მეათე ნომრად ხედავდა, მას სურდა ყოფილიყო ე.წ „enganche” (ტრადიციული არგენტინული ფუქცია. მისი მთავარი მიზანია დააბალანსოს თამაში ნახევარმცველებსა და თავდამსხმემელბს შორის), 4-3-1-2 ტაქტიკის ნაწილი.

ალექს გარსია, რომელიც ლეო მესის 2002/03 წლების სეზონებში 16 წლამდელთა გუნდში წვრთნიდა, მესის ხშირად მარჯვენა ფლანგზე იყენებდა.

„მას ფრთაზე თამაში არ უყვარს, მან მითხრა, რომ ის ფრთაზე თამაშს გააგრძელებდა, თუმცა როგორც კი შესაძლებლობა მიეცმოდა სიღმეში შევიდოდა. ეს ნორმალურია, ამხელა ნიჭს შეუძლებელია ბორკილები დაადო და შებოჭო. სინამდვილეში, მე მას შესაძლებლობას ვაძლევდი სხვადასხვა პოზიციაზე ეთამაშა. მინდოდა აღნიშნულ მდგომარეობას (სხვადასხვა პოზიციაზე თამაში) შეჩვეოდა“ –  განაცხადა გარსიამ.

თუმცა, სადაც არ უნდა დაეყენებინა გარსიას მესი, ის თამაშს ყოველთვის მოედნის შუაში ასრულებდა. ასე მოხდა მთავარ გუნდშიც, ის შეხვედრას მარჯვენა ფლანგიდან იწყებდა, თუმცა რეალურად ყოველთვის „სტრაიკერის“ უკან აღმოჩნდებოდა ხოლმე.

მალე, აღნიშნულმა „პრობლემამ“ მოდიფიცირება განიცადა და „ბარსელონას“ სათამაშო გეგმის ნაწილი გახდა. ამას ისიც დაერთო რომ იმ პერიოდში „ბარსელონაში“ კიდევ ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი რონალდინიო ასპარეზობდა.

იმ ეტაპზე გუნდს ცენტრ-ფორვარდის სამი შესაძლო ვარიანტი ჰოქნდა – სამუელ ეტო’ო, ეიდურ გუდიონსენი და ხავიერ სავიოლა – ჭკვიანი, სწრაფი ფეხბურთელები, მათ ერთ-ერთ მთავარ მიზანს (გოლის გატანის გარდა J ) ნომინალური „ვინგერებისთვის“ სიცვრცის შექმნაც წარმოადგენდა. სწორედ ასე შეიქმნა ბუნებრივი ერთგვარი მორევი, რომელიც მეტოქე გუნდის მცველებისთვის დიდ თავის ტკივილად იქცა.

ამას ისიც დაერთო, რო 2008 წელს „სევილიადან“ „ბარსელონაში“ დანი ალვესი გადმობარგდა, რომელიც საოცრად კარგად მოერგო გვარდიოლას ტაქტიკას და მისი შეუცვლელი ნაწილი გახდა.

მართალია, ბრაზილიელის წინამორბედს, ჯანლუკა ძამბროტასაც ჰქონდა „შეტევაზე ორიენტირებული გონება“, თუმცა ცხადია, რომ აღნიშნულით ბრაზილიელი მას ბევრად უსწრებდა. მესისა და ალვესის სწრაფმა ურთიერთგაგებამ კი ყველაფერი უფრო მარტივი გახადა.

„როდესაც თავდამხსმელი ფლანგიდან შემოდის ცენტრში, ბევრად უფრო საშიშია და მისი განეიტრალება ბევრად რთული ხდება“ – განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა. „როდესაც ანრი თამაშობს როგორც „სტრაიკერი“, ან თუნდაც უეინ რუნი აკეთებს იგივეს, ისინი ცდილობენ შექმნან სივცრე – ეს კი მათ ნაკლებად საშიშსს ხდის.“

რა თქმა უნდა, მესი არ ყოფილა პირველი ფორვარდი, რომელიც მსგავსი პოზიციიდან უტევდა. აღნიშნული ტაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული 70-იანი წლების იტალიურ ფეხბურთშიც.

 

ნაწილი III: „მატყუარა 9-იანის“ აღზევება“

სტერეოტიპი, რომ ცენტრალური თავდამსხმელი მხოლოდ საჯარიმოს ხაზთან უნდა დარბოდეს და გოლების გატანაზე იყოს ორიენტირებული 1890 წელს „კორინთიანისისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდმა გ.ო. სმითმა დაამსხვრია.

მსგავსი შეძლეს იოჰან კრუიფმა, მათიას სინდელარმა, ალფრედო დი სტეფანომ და სხვებმა რომელებიც წლების განმალობაში თანაშობდნენ „სტრაიკერის“ პოზიციაზე და რომელთა ერთ-ერთ ფუნქციას სივრცის შექმნა წარმოადგენდა. მაიკლ დაუდრუპი, რომელიც კრუიფის დრიმ თიმის ნაწილი იყო 90-იან წლებში, როდესაც გვარდიოლა ნახევარდაცვაში ასპარეზობდა.

თუმცა, მესიმ, ყოველივე ეს ახალ საფეხურზე აიყვანა.

2009 წლეს „ბარსელონა“ „ბერნაბეუში“ ჩავიდა, სადაც „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. გვარდიოლამ გადაწყვიტა აღნიშნულ შეხვედრაში ცენტრში ლეო მესი დაეყენებინა, რომელსაც იმ სეზონზე მსგავს პოზიციაზე მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ქონდა ჩატარებული, ესპანელმა სპეციალისტმა მარჯვენა ფლანგზე ეტო’ო ათამაშა.

მართალია, შეხვედრის დასაწყისში მადრიდელებმა უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ის შეხვედრა მესის კარიერაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. არგენტინელმა დუბლი შეასრულა, კატალონიელებმა კი ანგარიშით 2-6  დაამარცხეს მეტოქე.

მას შმედეგ, ლუის სუარესის გადმოსვლამდე (2014 წელი) , ლეო მესი რეგულარულად იკავებდა „მატყუარა ცხრიანის“ პოზიციას. აღნიშნულს ხელი არ შეუშლია მისთვის გაეტანა გოლები: 2009/10 – 47 გოლი,  2010/11 – 53, 2011/12 – 73, 12012/13 – 60, 2013/14 – 41.

მესის შემდეგ, „მატყუარა ცხრიანის“ ცნება, ცოტა არ იყოს ბანალურობის ელფერი შეიძნა და სხვადასხვა გუნდის ტაქტიკურ მონახაზებში განიცადა რეინკარნაცია. მათ შორის რაველ მორისონი  „ვესტ ჰემი“, რობერტო ფირმინიო „ლივერპული“ და ჩესკ ფაბრეგასი ესპანეთის ეროვნული ნაკრები.

ნაწილი IV: მესის ფორმიერბა

მესის ძალიან გაუმრათლა, ის საფეხბურთო სამყაროში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ეს უკანასკნელი სწორედ დაბალ, ტექნიკურად დაჯილდოვებულ მოთამაშებს დიდად სწყალობდა.

„ბარსას“ სისტემამ და კლუბში მიმდინარე ცვლილებებმა ლეო მესის შესაძლებლობა მისცა სრულიად გახსნილიყო და ბოლომდე ეჩვენებინა ის, თუ რისი გაკეთება შეეძო არგენტინელს. სწორედ ეს აკლდა ესპანეთის ნაკრებს, რომელიც მართალია „ბარსელონას“ პრინციპებზე დაფუძვნებულ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისინი მატჩებს მინიმალური ანაგარიშით 1-0 იგებდნენ.

მესი უნიკალური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია, მისი კოპირება კი შეუძლებელია. თუმცა მისმა მაგალითმა თამაში შეცვალა. მისი მაგალითი ცხადყოფს, რომ აუცილებელი არა იყო უსაზღვრო ფიზიკური ძალის მქონე, მთავარია გქონდეს ინტელექტი და ტექნიკური შესაძლებლობები. ფაქტია, რომ ლეო მესის შემდეგ მატყუარა ცხრიანის პოზიცია, ბევრად უფრო „ფასობს“ ვიდრე ოდესმე, ფეხბურთის ისტორიაში.

სუარესისა და ნეიმარის გუნდში გადმოსვლის შემდეგ მესი მის „მშობლიურ“ მარჯვენა ფლანგს დაუბრუნდა, შესაძლოა სწორედ ახლა მოვიდა დრო დავინახოთ, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს შეტევის დიაგონალური ხაზი.

 

ნაწილი V: შთაგონების წყარო

„ბარსელონას“ არაერთ მოთამაშეს უთქვამს, რომ მათ ლეო მესიზე სათქმელი უკვე აღარაფერი აქვთ, რადგან ამოეწურათ სიტყვების მარაგი, რომელიც შეიძლება ამ ფეხბურთელის დასახასიათლებლად იქნას გამოყენებული.

ბოლოს ისინი ერთ დაკვნამდე მიდიან „ის თაობის საუკეთესო მოთაშეა.. ის ყველა დროის საუკეთესოა.“

მართალია ლეო მესის თანაგუნდელებისთვის ამის აღიარება მარტივია, თუმცა ხშირად ისმის 4 კითხვა:მესის მოდელი

„არის ის ყველა დროის საუკეთესო? არის მესი კრიშტიანუ რონალდუზე უკეთესი? მოიგებს ის მსოლფიო ჩემპიონატს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი მაშინ, როდესაც მის მიღწევებს ვაანალიზებთ? რას შემოგვთავაზებს ის ამ სეზონზე და შეუძლია კი მას ჩვენი მეტად გაოცება?“

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ შეუძლებელია ახლო მომავალში გამოჩნდეს მეორე ლეო მესი. მისი განსაკუთრებულობა გვაფიქრებინებს, რომ შეუძლებელია მომდევნო 20 ან თუნდაც 30 წლის განმავლობაში ვიხილოთ ვინმე, ვინც შეიძლება მსგავსი შთებაჭდილება მოახდინოს მაყურებელზე.

მაგრამ ხომ იქნებიან  ზოგადად მისნაირი ფეხბურთელები?  მოთამაშეები რომლებსაც განვითარებული ექნებათ ტექნიკური და ინტელექტუალური მხარე  ? – რა თმქა უნდა ასეთი მოთამაშე ბევრი იქნება, თითოეული მათგანის შთაგონების წყაროდ კი ლეო მესი მოგვევლინება.მესის მოდელი

 

 

ნაწილი VI: ახალი ლეოს ძიებაში 

შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ ლეო მესის კარიერამ ბიძგი მისცა სკაუტებს ახალი ტაქტიკა შიმუშავონ განსაკუთებული ნიჭის აღმოჩენის გზაზე. მეტწილად არა! შანსი იმისა, რომ ევროპული კლუბის რომელიმე სკაუტი ლეო მესის მსგავსი ფეხბურთელის ძიებაში მოივლის მსოფლიოს, აღმოჩენს მას, განავითარებს 13 წლის ასაკიდან და მისგან ახალ „მესის“ შექმნის თითქმის ნულის ტოლია.

ალბერტ ბენეგემ, „ლა მასიას“ ყოფილმა მწვრთნელმა, რომელიც ინისტთასთან მუშოაბდა, 2012 წელს თქვა: „ბარსელონას“ სკაუტები ხშირად ესწრებიან მატჩებს სადაც სხვა გუნდების სკაუტებიც იმყოფებიან. თუმცა „ბარსა“ ხშირად ირჩევს ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც სხვებმა სიმაღლის, სისწრაფის ან სიდიდს გამო დაიწუნეს.“

თუმცა ლეო მესი ამ ბრძოლაში მარტო არ ყოფილა. მასთან ერთად „დაწუნებულთა“ „მოწინავე რაზმში“ ირიცხებოდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან: ანდრეს ინიესტა, ჩავი, დავიდ სილვა, დავიდ ვილია, ჩესკ ფაბრეგასი, მესუთ იოზილი, მარკო ვერატი, პოლ სკოულზი და ფილიპ ლამი – მათ მაგალითზე კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში გამარჯვების მისაღწევად აბსოლუტური სრულყოფილება სრულებით არაა საჭირო.

 

ნაწილი VII:  ოცნება სახელად „ლეო მესი“

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ მესი ყველაფერს რაც მას გააჩნია დიდწილად „ბარსელონას“ უნდა უმადლოდეს. გუნდიმა ის აღმოაჩინა, ენდო მას და ფინანსურად უდიდესი როლი ითამაშა მესის განვითარებაში.

„ბევრი მწვრთნელი ცდილობდა ჩემს შეცვლას, ისინი მასწავლიდნენ როგორ მეკეთებინა ყველაფერი, თუმცა როგორ მეკეთებინა ეს განსხვავებულად… მე მათ ვაიგნორებდი და „ჩემს თამაშს“ ვაგრძელებდი“ –  ლეო მესი.

ძნელია გააანალიზო, რომ ადამიანი, რომელმაც შეძლო საფეხბურთო ისტორიაში გამხდარიყო გარდამტეხი ფიგურა მხოლოდ 29 წლისაა. უდავოა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ის უდიდეს მემკვიდრეობას დატოვებს და ნათელი მაგალითი გახდება იმისა, რომ ოცნების ასრულების გზაზე შენს წინ არსებული ყველა დაბრკოლება, შესაძლოა შენს სასიკეთოდ გამოიყენო.

რაც უფრო მეტად განავითარებს მესი ფეხბურთს, რაც უფრო მეტ როლს მოირგებს ის მოედანზე, უფრო მეტი მეტი ბავშვი იოცნებებს, რომ მას შეუძლია გახდეს ლეო მესი, ისინი დაუღალავად ივარჯიშებენ და საკუთარი შესაძლებლობების დახვეწას განაგრძობენ მანამ, სანამ არ მიაღწევენ ოცნებას სახელად „ლეო მესი.“