ლუის ენრიკე 3-4-3 ფორმაციასთან დაკავშირებით საუბრობს. ლუის ენრიკეს გუნდმა მიმდინარე 2016/2017 წლების სეზონში უკვე 2-ჯერ გვაჩვენა განსხვავებული ფორმაციის “ბარსელონა”. ეს პირველად იყო “ლეგანიესთან” მატჩში, მეორედ კი – “დეპორტივოსთან.”

“არ ვიცი ვითამაშებთ თუ არა “მანჩესტერ სიტისთან” ისევ 3-4-3 ფორმაციით. მე გუნდში ძალიან სწრაფი ცენტრალური მცველები მყავს, ამიტომ არცერთ ვარიანტს გამოვრიცხავ. ვნახოთ რა იქნება.

“ბარსელონაში” პირველად 3 მცველი “პარის სენ ჟერმენთან” მატჩში (2014 წლის დეკემბერი) გამოვიყენე. ვფიქრობ, “ბარსელონა” ამ ტაქტიკას თავს შესანიშნავად ართმევს.” – აცხადებს ლუის ენრიკე.