ბრავო: “ბარსელონა” “სიტისთან” მოგებას ნებისმიერ ფასად შეეცდება”. კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა და “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელმა გოლკიპერმა, კლაუდიო ბრავომ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით.

“მეკარის პოზიციაზე თამაში – ეს რაღაც განსაკუთრებულია. ჩვენ გვესმის უამრავი კრიტიკა, ეჭვი და კიდევ ათასი რამ. ტერ შტეგენი მშვიდად უნდა იყოს და უნდა ჰქონდეს რწმენა თავის სამუშაოზე. ამის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ იგი “ბარსელონას” კიპერია. მეკარეებს ყოველთვის უნდა აკრიტიკებდნენ და ეს ასეც არის.

“ბარსელონა” “სიტისთან” გამარჯვებას ნებისმიერ ფასად შეეცდება. კატალონიელები საკუთარ კედლებში თამაშობენ და ვალდებულნი არიან “კამპ ნოუზე” შეკრებილ პუბლიკას სიამოვნება მიანიჭონ. ჩვენ კი შევეცდებით, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ.” – აცხადებს ბრავო.ბრავო: “ბარსელონა” “სიტისთან” მოგებას ნებისმიერ ფასად შეეცდება”