ბარსელონა – ატლეტიკო გოლები. მადრიდის “ატლეტიკო” ცნობილია უმაღლესი დონის დაცვის ხაზით, მაგრამ “ბარსელონას” ფეხბურთელებმა იციან, თუ როგორ უნდა გადალახონ ეს დაბრკოლება. ალბათ, არ გაგიკვირდებათ იმის გაგაება, რომ კატალონიელთა მთავარი იმედი ლეო მესია, რომელმაც მადრიდელებს 21 შეხვედრაში 20-ჯერ გაუტანა. რაც შეეხება MSN-ის დანარჩენ წევრებს, ნეიმარისა და სუარესის ანგარიშზე ორ-ორი ბურთია. შემტევი სამეულის გარდა პიკემ, ინიესტამ და ბუსკეტსმაც გაუტანეს “როხიბლანკოს” თითოჯერ.

აღსანიშნავია, რომ “ბარსას” ამჟამინდელმა ფეხბურთელებმა დიეგო სიმეონეს გუნდის კარი მაშინ აიღეს, როდესაც სხვა კლუბების ღირსებას იცავდნენ. “სევილიაში” თამაშისას რაკიტიჩმა ორი ბურთი მიითვალა, ანდრე გომეშმა და პაკო ალკასერმა, “ვალენსიას” ყოფილმა მოთამაშეებმა, კი ერთხელ გამოიჩინეს თავი. ალეიშ ვიდალმაც დაამწუხრა “ატლეტიკო” 2013 წელს, როდესაც “ალმერიაში” ასპარეზობდა.

მადრიდელების ძლიერი მხარე თავდაცვაა, მაგრამ მეტოქის კართან ხიფათის შემქნა ნამდვილად არ უჭირთ. ფერნანდო ტორესმა “ბარსას” 8-ჯერ გაუტანა, გოდინისა და კოკეს ანგარიშზე 2 ბურთია. “რეალ სოსიედადის” შემადგენლობაში კი გრიზმანმა 2-ჯერ აიღო კატალონიელთა კარი.

lendo.ge